ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში სამი პაციენტი იმყოფება
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში სამი პაციენტი იმყოფება

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში სამი პაციენტი იმყოფება.

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები. სამივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

ჩვენს კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი. ესენი არიან, ორი წლის გოგონა ფოთიდან, 63 წლის ქალი ფოთიდან და 57 წლის მამაკაცი ზესტაფონიდან, იგი ტრაილერის მძღოლია. პაციენტების ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. შედეგები გვიან ღამით, ან ხვალ გახდება ცნობილი,“ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.