ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან გადანაწილებულები.

როგორც ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აცხადებს, ორივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში.

„კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ესენი არიან 10 წლის ბიჭი ფოთიდან და 75 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხები გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.