ფოთის ჰოსპიტალში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

23:03, 05.06.2020

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში იყვნენ მოთავსებული.

„ჩვენი კლინიკის ორი პაციენტს – 35 წლის მამაკაცს ლანჩხუთიდან და 34 წლის ქალს ფოთიდან კორონავირუსი არ დაუდგინდა. ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი