ფოთის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

პაციენტი ბოქსირებულიდან სტანდარტულ პალატაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ერთი პაციენტი, 72 წლის მამაკაცი ფოთიდან. მას უკვე ჩაუტარდა ტესტირება და ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაიგზავნა. პასუხი უკვე ცნობილია. მას „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.