ფოთის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

13:41, 09.07.2020

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული 82 წლის ქალის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი პირია მოთავსებული. 25 წლისა და 75 წლის პირების ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის უკვე გაგზავნილია. კლინიკაში მყოფ პირებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 82 წლის ქალბატონს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება ორ პაციენტს, ისინი მოთავსებული არიან ბოქსირებულ პალატებში და უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გაიგზავნა“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი