ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს
ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტი მოათავსეს. ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა. როგორც ჰოსპიტალის დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში კი, ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

„ამჟამად, ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია ორი პაციენტი, რომლებიც გუშინ გვიან შემოიყვანეს. ორივეს აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ყელის ტკივილი. ერთ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და უფრო საყურადღებოა. გამოძახებული გვყავს დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და გადაწყდება პაციენტების ტესტირების საკითხი. არც ერთს არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ერთი პაციენტი სენაკიდანაა შემოყვანილი, მეორე კი ადგილობრივია. ერთ პაციენტს აღენიშნება ქრონიკული დაავადება და უფრო საყურადღებოა. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.