ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის 47 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის 47 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 47 პირის, გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომლების ნიმუშები გადაიგზავნა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ფოთში 47 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი გაფორმების ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები არიან. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.