ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკიდან ახალ კორონავირუსზე ტესტი დღეს 11 პაციენტს ჩაუტარდება
ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკიდან ახალ კორონავირუსზე ტესტი დღეს 11 პაციენტს ჩაუტარდება

ფოთში, ე.წ. ცხელების კლინიკიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის დღეს 11 პაციენტის სინჯები გაიგზავნება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, აღნიშნულ პაციენტებს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„ჩვენთან იმყოფება ხუთი პირი ერთი ოჯახიდან, ისინი ოზურგეთიდან არიან. ამავე ქალაქიდან გვყავს 53 წლის ქალბატონი. ზუგდიდიდან ორი მცირეწლოვანი – წლის და რვა თვის და ორი წლის. ზუგდიდანაა ასევე 93 წლის მამაკაცი. გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში იმყოფება ცოლ-ქმარი, 54 წლის მამაკაცი და 52 წლის ქალი სოხუმიდან. ყველა მათგანის ანალიზი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.