ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში სამი პაციენტი შეიყვანეს
ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში სამი პაციენტი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში სამი პაციენტი შეიყვანეს. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

სამივე პაციენტს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

„ამ დროისთვის გვყავს სამი პაციენტი: 41 წლის მამაკაცი ფოთიდან, ერთი წლამდე ბავშვი ასევე ფოთიდან და სამი წლის გოგონა ოზურგეთიდან. სამივე მათგანი უკვე გაიტესტა და სინჯი გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. კვლევის შედეგები დღეს გვიან ან ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.