ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ორი მცირეწლოვანი შეიყვანეს
ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ორი მცირეწლოვანი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში შვიდი პაციენტი იმყოფება. ყველაზე უმცროსი მათგან ექვსი თვის ბავშვია.

ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, შვიდიდან ხუთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის უკვე გაგზავნილია, ორი კი ხვალ დილით გაიგზავნება.

„ამ საღამოს შემოგვივიდა კიდევ ორი პაციენტი. ესენი არიან წლისა და ხუთი თვის გოგონა, ასევე ექვსი თვის ბიჭი ლანჩხუთიდან. მათაც, სხვა პაციენტების მსგავსად აღენიშნებათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ყველანი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.