ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ახალ კორონავირუსზე ერთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ახალ კორონავირუსზე ერთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებული ვირუსის სიმპტომების მქონე 40 წლის მამაკაცის სინჯი ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს დილით გაიგზავნა.

პაციენტი ცენტრის ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 40 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გავაგზავნეთ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

დატოვე კომენტარი