ფოთის დრამატულ თეატრში „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა გამართა
ფოთის დრამატულ თეატრში „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა გამართა

ფოთის დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლის, „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა შედგა. მუსიკალური სპექტაკლი ვახტანგ ნიკოლავას რეჟისორობით დაიდგა. მასში ფოთის თეატრის ძველი და ახალი თაობის მსახიობები მონაწილეობენ. საპრემიერო ჩვენებები ფოთის თეატრის ავარიულობის გამო ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.

„პრემიერამ ჩაიარა სრული ანშლაგით. პატარა მაყურებელი დიდი ხანია, მონატრებულია ფოთის თეატრში მსგავს სპექტაკლებს. მინდა, მადლობა ვუთხრა რეჟისორს, მშობლებს, რომლებმაც ბავშვები მოიყვანეს და ერთად ვიზეიმეთ დღევანდელი დღე“, – განაცხადა მსახიობმა სანდრო გუჯაბიძემ.

საბავშვო სპექტაკლის ჩვენება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.