ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი ფოთიდანაა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 64 და 65 წლის მამაკაცები, ასევე 25 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.