ფოთის ცხელების კლინიკაში ოთხი პაციენტია შეყვანილი
ფოთის ცხელების კლინიკაში ოთხი პაციენტია შეყვანილი

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების კლინიკაში“ ოთხი პაციენტია შეყვანილი. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

„ამ დროისთვის გვყავს ოთხი პაციენტი: 41 წლის მამაკაცი- ფოთიდან, ოთხი წლის გოგონა ოზურგეთიდან, ცხრა თვის ბიჭი ფოთიდან და 43 წლის მამაკაცი, ასევე ფოთიდან. მათ აღენიშნებათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები. სამი მათგანი უკვე გაიტესტა და ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. ერთი პაციენტი კი კლინიკაში მოგვიანებით შემოვიდა და შესაბამისად, მისი ანალიზი ხვალ გაიგზავნება კვლევისათვის“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.