ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს „კოვიდ -19“ არ დაუდგინდა.
ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზით დადგინდა, რომ წლისა და ექვსი თვის გოგონას ოზურგეთიდან, ასევე 62 წლის წლის მამაკაცს ზუგდიდიდან ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.