ფოთის „ცხელების კლინიკაში“ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის „ცხელების კლინიკაში“ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, კლინიკაში კიდევ ოთხი ანალიზის პასუხებს სავარაუდოდ ხვალისთვის ელოდებიან.

„დღეს ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას აგრძელებენ ბოქსირებულ პალატებში. მათი ანალიზის პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ზიზი გაგუამ.