ფოთის „ცხელების კლინიკაში“ გამოკვლეული სამი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთის „ცხელების კლინიკაში“ გამოკვლეული სამი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთის „ცხელების კლინიკიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. მათ „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.

„გუშინდელი სამი პაციენტის პასუხი უარყოფითია. ესენი არიან 33 წლის კაცი გრიგოლეთიდან, 16 წლის გოგო ლანჩხუთიდან და სამი წლის ბავშვი ფოთიდან. ამ დროისთვის გვყავს სამი ახალი პაციენტი – 42 წლის კაცი ფოთიდან, 49 წლის ქალი ოზურგეთიდან და სამი წლის გოგონა ფოთიდან. სამივეს ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დილით გაიგზავნა“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.