ფოთის ცხელების ცენტრში წლისა და ოთხი თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:03, 24.05.2020

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ წლისა და ოთხი თვის გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამჟამად ცხელების ცენტრში სხვა პაციენტი არ იმყოფება.

როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აცხადებს, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის დღეს დილით გაიგზავნა.

„გოგონას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. იგი ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი