ფოთის ცხელების ცენტრში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12:14, 07.05.2020

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მივიღეთ პასუხები. ცნობილი გახდა, რომ ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ აქვს. ესენი არიან 31 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 27 წლის მამაკაცი ფოთიდან და 20 წლის ქალი ჭალადიდიდან. ახლა მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ გაეწერება და ვინ გაიგზავნება შემდგომი მკურნალობის მიზნით“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი