ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი შეიყვანეს
ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის, ყველაზე პატარა წლისა და ოთხი თვის გოგონაა.

როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აცხადებს, ორი პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, მესამე ნიმუში კი, ხვალ გაიგზავნება.

„კლინიკაში გვყავს სამი პაციენტი. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ესენი არიან წლისა და ოთხი თვის გოგონა და 10 წლის ბიჭი ფოთიდან, ასევე 75 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. ორის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხები გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მესამე პაციენტის ნიმუში კი, ხვალ დილით გაიგზავნება გამოსაკვლევად“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.