ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი, მათ შორის, შვიდი თვის ბავშვი და 14 წლის მოზარდია მოთავსებული
ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი, მათ შორის, შვიდი თვის ბავშვი და 14 წლის მოზარდია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტლის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„სამი პაციენტიდან ერთი, 40 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან უკვე დატესტილია და ველოდებით ანალიზის პასუხს. გვყავს კიდევ ორი პაციენტი. შვიდი თვის გოგონა და 14 წლის ბიჭი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება. სამივე პაციენტი ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობს. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.