ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 67 წლის მამაკაცია მოთავსებული

22:49, 31.05.2020

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 67 წლის მამაკაცია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„პაციენტის ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად იგი ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი