ფოთის ცხელების ცენტრში რვა პაციენტს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება
ფოთის ცხელების ცენტრში რვა პაციენტს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება

ფოთის ჰოსპიტალში, ე.წ. ცხელების ცენტრში რვა პაციენტია მოთავსებული. მათგან ყველაზე პატარა შვიდი თვის გოგონაა.

სამი პაციენტის ანალიზი უკვე გაგზავნილია კვლევისათვის, ხუთს კი, ტესტს ხვალ გაუკეთებენ. ყველა პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 70 წლის მამაკაცი პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან. ყველა მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატებში. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისათვის ხვალ გაიგზავნება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.