ფოთის ცხელების ცენტრში რვა პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთის ცხელების ცენტრში რვა პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ რვა პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ფოთის კლინიკაში აცხადებენ დღეს კვლევისთვის კიდევ სამი ანალიზი გაიგზავნება ლაბორატორიაში.

„რვა პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ამჟამად ცხელების ცენტრში შეყვანილია სამი პაციენტი – 57 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 23 წლის მამაკაცი ფოთიდან და 53 წლის მამაკაცი ხობიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება, ყელის ტკივილი. სამივე პაციენტზე მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება და მათი ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.