ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

17:35, 24.07.2020

ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. სამივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იყო მოთავსებული.

„კლინიკაში მოთავსებულ სამივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. ამ დროისათვის, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი