ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

01:12, 19.04.2020

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამჟამად ბოქსირებულ პალატებში საეჭვო სიმპტომებით სამი ადამიანია მოთავსებული, რომლებიც ფოთში 112-მა ჩხოროწყუდან და ლანჩხუთიდან ჩაიყვანა.

„დილით კორონავირუსზე გატესტილი ოთხი პაციენტის პასუხი უარყოფითია. დაგვემატა სამი პაციენტი, ესენი არიან 17 წლის გოგონა ჩხოროწყუდან, 33 წლის ქალი და 65 წლის კაცი ლანჩხუთიდან. მათ ცხელება აღენიშნებათ“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი