ფოთის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ოთხივეს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
„ჩვენთან გვიან ღამით ოთხი პაციენტი შემოიყვანეს. ესენი არიან 17 წლის გოგონა ჩხოროწყუდან, 33 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, ასევე, 88 წლის ქალი ფოთიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება. საბედნიეროდ, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.