ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ოთხ პაციენტს გამოიკვლევენ
ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ოთხ პაციენტს გამოიკვლევენ

ფოთში, ცხელების კლინიკაში, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებულია. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან გადანაწილებულები.

როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილიმა განაცხადა, პაციენტთა ნაწილის ანალიზები ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 25 და 67 წლის ქალები, ასევე 24 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე ჩვენს ცხელების კლინიკაში იმყოფება 30 წლის ქალი ოზურგეთიდან. აქედან, სამის ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. დარჩენილი ერთი პაციენტი კი ახლა დაიტესტება. ოთხივე პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.