ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ცხრა პაციენტის პასუხს ელოდებიან
ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ცხრა პაციენტის პასუხს ელოდებიან

ფოთში, ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სულ ცხრა პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას.

„გუშინ ლაბორატორიაში გავაგზავნეთ ხუთი პაციენტის ანალიზი. პასუხები ჯერ არ მიგვიღია, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. დაგვემატა კიდევ ოთხი პაციენტი, წლის და ერთი თვის ბავშვი და 80 წლის ქალი ფოთიდან. ასევე, 10 თვის ბავშვი და 20 წლის ქალი ლანხუთიდან. ოთხივე მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე აღებულია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.