ფოთის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი უარყოფითია. ოზურგეთელ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

როგორც ფოთის ჰოსპიტალში აცხადებენ, მას საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა.

„საბედნიეროდ, 43 წლის მამაკაცის ანალიზის პასუხი „კოვიდ 19“-ზე უარყოფითია. სხვა პაციენტი, რომლის სიმპტომებიც საეჭვოდ მიიჩნევა ცხელების ცენტრში ამ მომენტში ჩვენ არ გვყავს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.