ფოთის ცხელების ცენტრში ცხრა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი რვა თვის ბავშვია
ფოთის ცხელების ცენტრში ცხრა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი რვა თვის ბავშვია

ფოთში თვითიზოლაციაში 24, კარანტინში კი ოთხი პირი იმყოფება. რაც შეეხება ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში სხვადასხვა ლოკაციიდან შეყვანილ ცხრა პაციენტს, ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება. პაციენტებს შორის ერთ-ერთი რვა თვის ბავშვია.

„ექვსი პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. რაც შეეხება კიდევ სამ პაციენტს, ორი მათგანი ფოთელია. მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, ასევე, ცხელების ცენტრში იმყოფება ოზურგეთელი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მაღალი ცხელება. სავარაუდოდ, ფოთელი პაციენტები მალე გაეწერებიან და ბინაზე გააგრძელებენ მკურნალობას, ოზურგეთელი პაციენტის ბიოლოგიური მასალა კი ხვალ გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.