ფოთის „ცხელების ცენტრის“ ორ მცირეწლოვან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთის „ცხელების ცენტრის“ ორ მცირეწლოვან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ ცხელების კლინიკაში ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ორ მცირეწლოვან პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ამჟამად ორივე მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერილია.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. მათ აღენიშნებოდათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები და მოთავსებულები იყვნენ ბოქსირებულ პალატებში. ორივე მათგანი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.