ფოთის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში, კიდევ ერთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა

15:37, 11.04.2020

ფოთის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში, კიდევ ერთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. იგი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში ქობულეთიდან შეიყვანა. მას ცხელება და ყელის ტკივილი აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატებში ხუთი ადამიანია მოთავსებული. ორი ოზურგეთიდან, ორი ქობულეთიდან, ერთი კი ადგილობრივია. მათგან პნევმონია მხოლოდ ოზურგეთელ პაციენტებს დაუდგინდათ. ლუგარის ლაბორატორიაში ხუთივეს ანალიზი გაიგზავნა. წინასწარი ინფორმაციით, პასუხი სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი