ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა, შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. დაიგო უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდვრის საფარი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

პროექტის ღირებულებამ 1 863 000 ლარი შეადგინა. ფოთის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ელიტა ბურჯმა“ შეასრულა.