ფოთის აგრარული ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს
ფოთის აგრარული ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს

ფოთში აგრარულ ბაზარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე ხალხმრავლობაა. აგრარული ბაზარი ფოთში 22 აპრილს გაიხსნა, თუმცა სხვა სასურსათო მაღაზიებთან ერთად, სრულად იგი დღეიდან ამოქმედდა.

როგორც  აგრარული ბაზრის დამფუძნებელმა, ნოდარ კორსანტიამ განაცხადა, ფოთის ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს.

„აგრარულ ბაზარში შემსვლელ ყველა მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინინგი, ფული კი უთოვდება და დეზინფექცია უტარდება. აქ შემომსვლელ ყველა პირს პირბადის ტარება ევალება. მოვუწოდებ გარემოვაჭრეებს, თავი შეიკავონ აღნიშნული პროცესისაგან. ჩვენ კი ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, მაგრამ გარეთაც თუ არ მოხდა წესების დაცვა, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება“, – განაცხადა აგრარული ბაზრის დამფუძნებელმა, ნოდარ კორსანტიამ.