ფოთის 70-ე საოლქო კომისიამ 31-დან მხოლოდ ორი საჩივარი დააკმაყოფილა
ფოთის 70-ე საოლქო კომისიამ 31-დან მხოლოდ ორი საჩივარი დააკმაყოფილა

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.

31 საჩივრიდან კომისიამ მხოლოდ ორი დააკმაყოფილა, ერთი არ დააკმაყოფილა, დანარჩენი 28 საჩივარი კი განუხილველი დარჩა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან.

„გარკვეული უსაფუძვლობის გამო, 31 საჩივრიდან 28 განუხილველი დარჩა. საჩივრების ნაწილზე პროცედურების დარღვევის დრო არასწორად იყო მითითებული, ნაწილზე კი მოთხოვნა არ იყო მითითებული. რაც შეეხება დანარჩენ სამ საჩივარს, ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა – ეს იყო წარმომადგენლის გაძევებასთან დაკავშირებული. რეალურად, საოლქო კომისიას ჰქონდა საუბნო კომისიის მიერ შედგენილი გაძევების აქტი, ასევე განკარგულება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საჩივარს, გამოვიყენეთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, კონკრეტულად #1 და #4 კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც წილისყრაზე უარი განაცხადეს, მიეცათ შენიშვნა, ეს იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოთხოვნა,“- აცხადებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.