ფოთის 70-ე ოლქში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8,62% შეადგინა
ფოთის 70-ე ოლქში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8,62% შეადგინა

ფოთის 70-ე ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8,62% შეადგინა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საჩივრები ტექნიკური ხასიათისაა.

ფოთში მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბექა ვაჭარაძემ.

„ჩემს შვილთან ერთად გავაკეთე არჩევანი. ხმა მივეცი კანდიდატს და გუნდს, რომელსაც შეუძლია, იზრუნოს ამ ქალაქის განვითარებაზე, იზრუნოს თითოეულ ფოთელზე, გუნდს, რომელსაც შეუძლია, ცოდნით და შრომით მიაღწიოს ყველასთვის ხელშესახებ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ფოთელების უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება იგივე და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, დინჯად შევძლებთ ამ არჩევნების ჩატარებას და განვითარების შეუქცევადი პროცესის გაგრძელებას გაათმაგებული ტემპით და ენერგიით“, – განაცხადა მან.