ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაგზავნილი 16 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაგზავნილი 16 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 16 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.

„უკვე მივიღეთ 16 მებაჟის ანალიზის პასუხები. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.

მსგავსი ტესტირება მათ ყოველ 14 დღეში უტარდებათ. ხვალისთვის ცნობილი გახდება კიდევ 16 ანალიზის პასუხი“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.