ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

12:12, 09.05.2020

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

„ამ ეტაპზე გაგზავნილი იყო მებაჟეების, ფარმაცევტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთა ანალიზები. აღნიშნული ღონისძიება გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, „პისიარ“ ტექნოლოგიით ჩატარდა“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი