„ფორსბმა“ ნჰლ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტები დაასახელა
„ფორსბმა“ ნჰლ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტები დაასახელა

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორსბმა“ გამოაქვეყნა ჰოკეის ეროვნული ლიგის 2020-21 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი.

ტოპ-ათეულს სათავეში ჩაუდგა „ტორონტოს“ ფორვარდი ოსტონ მეტიუსი. მისი შემოსავალია 16 მილიონი დოლარი. ამ თანხიდან 13 მილიონი ხელფასს შეადგენს, სამი მილიონი – სასპონსორო კონტრაქტებიდანაა. მეორე ადგილზეა „ედმონტონის“ კაპიტანი კონორ მაკდევიდი – 15.2 მილიონი. მესამეზე გავიდა „ტორონტოს“ კიდევ ერთი ფორვარდი მიტჩელ მარნერი – 15 მილიონი.

ასევე ათეულში მოხვდნენ: 4. ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი) – 13.2 მილიონი; 5. სიდნი კროსბი (პიტსბურგი) – 12.4 მილიონი; 6. არტიომი პანარინი (რეინჯერსი) – 11.2 მილიონი; 7. ჯონ ტავარესი (ტორონტო) – 11 მილიონი; 8. ერიკ კარლსონი (სან ხოსე) – 10.4 მილიონი; 9. ნიკლას ბექსტრიომი (ვაშინგტონი) – 10.3 მილიონი; 10. ანდრეი ვასილევსკი (ტამპა ბეი) – 10.1 მილიონი.