„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლები რუსთაველის გამზირზე დააბრუნეს
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლები რუსთაველის გამზირზე დააბრუნეს

ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „ფორსაჟი 9“ (Fast and Furious 9) გადაღებები რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთზე დღეს დასრულდა და აქ მობინადრე ძაღლები ისევ აღნიშნულ ტერიტორიას დაუბრუნდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

„გადაღებისას ძაღლები ედევნებოდნენ მანქანებს და საავარიო სიტუაციას ქმნიდნენ, ამიტომ გადასაღებ მოედანზე შესული ცხოველები სააგენტომ როგორც მსახიობების, ასევე თავად ცხოველების უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა.

დღეს კი, გადაღებების დასრულებისთანავე, კვლავ თავიანთი ბინადრობის არეალში დააბრუნა“, – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.