ფორმულა 1-მა შეიძლება სეზონის ბოლო გრანპრი გააუქმოს - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამო #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი – აბუ დაბის გრანპრი ჩაშლის პირასაა, – იტყობინება ჟურნალისტი ჯულიანო დუკესა.
სარბოლო სერიის ხელმძღვანელობა აკვირდება სიტუაციას ისრაელში, ღაზის სექტორსა და მეზობელ ქვეყნებში და შიშობს გრანპრის მონაწილეების უსაფრთხოებაზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. გამორიცხული არ არის, რომ კვირის დასაწყისში გამოცხადდეს ეტაპის გაუქმების შესახებ, რომელიც აბუ დაბიში 24-26 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
ამ შემთხვევაში სეზონის ბოლო ეტაპი გახდება ლას ვეგასის გრანპრი, რომელიც 17-19 ნოემბერს იგეგმება.