ფორმულა 1 | ლუის ჰამილტონმა „ფერარიში“ გადასვლის წინ იტალიური ენის სწავლა დაიწყო #1TVSPORT
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი ახალი გამოწვევისთვის მზადებას იწყებს. 2025 წელს ის „ფერარიში“ გაატარებს.
როგორც გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერს, ჰამილტონმა უკვე დაიწყო იტალიური ენის სწავლა და რამდენჯერმე მარანელოში „ფერარის“ ბაზაც მოინახულა.
2024 წელს ჰამილტონმა „მერსედესთან“ 11-წლიანი ურთიერთობა დაასრულა. ამ დროის მანძილზე მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ექვსჯერ მოახერხა.
39 წლის ბრიტანელი პილოტის მიზანია, იტალიურ გუნდში გადაბარგებამდე გარემოს მოერგოს და ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
2025 წლის ფორმულა 1-ის სეზონი 16 მარტს ავსტრალიის გრანპრით დაიწყება.