„ფორბსმა“ ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა
„ფორბსმა“ ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა. როგორც სტატიის ავტორი ადამ მორგანსტერნი წერს, ქართული ღვინო ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს აუცილებად უნდა გასინჯო.

ის საქართველოს საინტერესო ქვეყანას უწოდებს, რომელიც ღვინის დაყენების ძველ, რთულ მეთოდებს იყენებს.

მორგანსტერნი მოუწოდებს „ფორბსის“ მკითხველებს, 2020 წელს აუცილებლად ეწვიონ საქართველოს და ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს ადგილზე გაეცნონ.

სომელიეთა ჯგუფი, რომელიც სტატიის მომზადებისას გამოკითხეს, მკითხველს ასევე ურჩევენ გასინჯონ ბერძნული, ლიბანური, ამერიკული, ესპანური, ჩინური და სომხური ღვინო.

„2020 წელს მე ვაპირებ გავსინჯო ყურძნის მივიწყებული ჯიშები, რომლებიც ხელახლა აღმოაჩინეს“, – წერს ავტორი. მორგანსტერნი „ხელახლა აღმოჩენილ ღვინის სახეობებს“ შორის ასახელებს ქართულ ღვინო „მესხურს“.

მისივე თქმით, 2020 წელს მისი კვლევა დაეთმობა იმ ქვეყნებს, რომლებიც „ღვინის დაყენების უძველესი ისტორიით გამოირჩევიან, თუმცა ამავე დროს ღვინის თანამედროვე ინდუსტრია აქვთ“.