„ფორბსის“ მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის სტატუსს კრიშტიანო რონალდო ინარჩუნებს #1TVSPORT
„ფორბსის“ მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის სტატუსს კრიშტიანო რონალდო ინარჩუნებს #1TVSPORT

ჟურნალ „ფორბსის“ ახალი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის სტატუსს პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრის“ ლიდერი კრიშტიანო რონალდო ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში იგი ამ სიის სათავეში უკვე – მეექვსედ, ხოლო ზედიზედ მეოთხედ მოექცა.

რონალდოს წლიურმა გამომუშავებამ, ჯამში, 300 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 235 მილიონი მან უშუალოდ სპორტული კარიერიდან, დანარჩენი 65 მილიონი კი არასაფეხბურთო საქმიანობიდან მიიღო.

რაც შეეხება სხვა სპორტსმენებს, ლიდერთა სამეულს მოკრივე საულ ალვარესი და არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი ავსებენ, ათეულის დანარჩენ ადგილებს კი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ინაწილებენ.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული:

1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 300 მლნ დოლარი (235+65)

2. საულ ალვარესი (კრივი) – 170 მლნ დოლარი (160+10)

3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 140 მლნ დოლარი (70+70)

4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 137.8 მლნ დოლარი

5. სოჰეი ოტანი (ბეისბოლი) – 127.6 მლნ დოლარი

6. სტეფ კარი (კალათბურთი) – 124.7 მლნ დოლარი

7. ჯონ რამი (გოლფი) – 107 მლნ დოლარი

8. კარიმ ბენზემა (ფეხბურთი) – 104 მლნ დოლარი

9. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 103.8 მლნ დოლარი

10. ლუის ჰამილტონი (ავტოსპორტი) – 100 მლნ დოლარი