„ფორბსი“ - ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის პირველ სამეულში ფეხბურთელები არიან
„ფორბსი“ - ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის პირველ სამეულში ფეხბურთელები არიან

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი სათავეში ჩაუდგა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ასეულს, რომელიც, ტრადიციულად, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორსბმა“ შეადგინა. 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე არგენტინელის ჯამურმა შემოსავალმა 127 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან 92 მილიონი არის ხელფასი, 35 მილიონი – რეკლამიდან შემოსავალი.

შედარებისთვის, გასულ წელს, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც 285 მილიონი გამოიმუშავა.

მეორე და მესამე ადგილებიც ამ რეიტინგში ფეხბურთელებს ეკუთვნით: „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს (109 მილიონი) და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარს, რომელიც 105 მილიონით უფრო მდიდარი გახდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა ტოპ-ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა, ფეხბურთი) – 127 მლნ

2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, ფეხბურთი) – 109 მლნ

3. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, ფეხბურთი) – 105 მლნ

4. საულ ალვარესი (კრივი) – 94 მლნ

5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 93,4 მლნ

6. რასელ უილსონი (სიეტლი, ამერიკული ფეხბურთი) – 89,5 მლნ

7. აარონ როჯერსი (გრინ ბეი, ამერიკული ფეხბურთი) – 89,3 მლნ

8. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი, კალათბურთი) – 89 მლნ

9. სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი, კალათბურთი) – 79,8 მლნ

10. კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი, კალათბურთი) – 65,4 მლნ