„ფორბსი“ - რუსეთი უკრაინაში დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება
რუსეთი უკრაინაში დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება, – ამის შესახებ აღნიშნულია „ფორბსის“ სტატიაში. სტატიის თანახმად, რუსეთი იმედოვნებს, რომ პოკროვსკის აღება მას დონეცკის ოლქის დანარჩენი ნაწილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას მისცემს.
უკრაინელი სამხედრო წარმომადგენლების თქმით, რუსები ახლა პოკროვსკში გადამწყვეტი გარღვევისთვის ემზადებიან და ამ ტერიტორიაზე გამოცდილი საზღვაო ქვეითების დანაყოფები გადაჰყავთ.
სექტემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აცნობა დონბასის „ორ-სამ, მაქსიმუმ, ოთხ თვეში“ აღების განზრახვის შესახებ.
უკრაინული მედიის თანახმად, პოკროვსკის გარშემო, მათ შორის თავად ქალაქში, მრავალი თავდაცვითი ხაზი აშენდა. ამავდროულად, უკრაინის მიერ უპილოტო სისტემების ეფექტურად გამოყენებამ შეზღუდა რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები.
„მე არ მჯერა, რომ პოკროვსკი წელს დაეცემა. თუ ეს მოხდება, ეს სწრაფად არ მოხდება და ქალაქიდან თითქმის არაფერი დარჩება“, – ამბობს შონ პინერი, ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც 2022 წელს მარიუპოლში იბრძოდა.