„ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა 
„ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა 

ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათი სიმძლავრე 4.9 და 4.5 მაგნიტუდა იყო.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 2:20 წუთზე მოხდა, ქალაქ ბორაჯანთან. მეორე კი, დაახლოებით ერთ საათში.

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

ამასთან, „ფრანსპრესის“ ინფორმაციით, მიწისძვრა ბირთვულ სადგურთან ახლოს დაფიქსირდა.