„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ტეხასში სროლას სავარაუდოდ 15-დან 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ტეხასში სროლას სავარაუდოდ 15-დან 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში, ჰიპერმარკეტში შეიარაღებულ თავდასხმას სავარაუდოდ 15-დან 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

ელ პასოს მერიის წარმომადგენლის განცხადებით, საავადმყოფოში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 22 პაციენტია მოთავსებული.

უოლმარტის“ სავაჭრო ცენტრში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.

დაუზუსტებელი ცნობით, დაკავებული 21 წლამდე მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის, უცნობია.