„ფოქს ნიუსი“ - მარკ რუტე მიიჩნევს, რომ განგაშის სიგნალების ხშირად გამოყენებასთან ნატო ფრთხილად უნდა იყოს  
„ფოქს ნიუსი“ - მარკ რუტე მიიჩნევს, რომ განგაშის სიგნალების ხშირად გამოყენებასთან ნატო ფრთხილად უნდა იყოს  

ნატო-ს მე-4 მუხლით გამართული კონსულტაციების დროს, ალიანსის ხელმძღვანელს, მარკ რუტეს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კრისტენ მიხალს შორის უთანხმოება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მარკ რუტემ საუბრის დროს ხმასაც აუწია, როდესაც ამბობდა, რომ ნატო ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხშირად ავრცელებს განგაშის სიგნალებს. როგორც მედია წერს, რუტე მიიჩნევდა, რომ ამ მუხლის ძალიან ხშირმა გამოყენებამ შეიძლება, შეასუსტოს ხელშეკრულების ეფექტურობა.

გასულ კვირას ესტონეთმა გამოიყენა ნატო-ს მე-4 მუხლის პუნქტი, რომელიც კონსულტაციებს იწყებს მაშინ, როდესაც წევრი გრძნობს, რომ მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.

დაძაბულობა მოსკოვის მიერ პროვოკაციული ნაბიჯების სერიას მოჰყვა. გასულ თვეს, რაკეტებით აღჭურვილი რუსული MiG-29-ები ესტონეთის ტერიტორიაზე შემოფრინდნენ, რასაც წინ უძღოდა პოლონეთის საჰაერო სივრცის 19 უპილოტო აპარატის მიერ დარღვევის და რუმინეთის თავზე განმეორებითი შეჭრის შემთხვევები.

პოლონეთში თვითმფრინავები აპარატების ფრენის გამო აფრინდნენ და ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ნატო-ს შექმნიდან მოყოლებული, მე-4 მუხლი მხოლოდ ცხრაჯერ იქნა ამოქმედებული.